კორონავირუსი სომხეთში: 28 ივლისის მონაცემები

კორონავირუსი სომხეთში: 28 ივლისის მონაცემები

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 370-მდე გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სომხეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ს 4 597 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ვირუსისგან 219 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 4 279-ს შეადგენს.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე