სომხეთში კორონავირუსუსის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 4573-ს მიაღწია.
იმ პაციენტთა რიცხვი კი, ვინც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა, 1 113-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, აღრიცხულია ინფიცირების 227 736 შემთხვევა.