საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 289 399 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 598.
კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 285 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 936 პირი.
ამასთან, 8 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი.