ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოს ორ მცხოვრებს, 6 ივლისს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე გოგაშენის სამ მცხოვრებს დაუფიქსირდა ინფექციის კიდევ სამი შემთხვევა. გოგაშენის მოსახლეობა ნინოწმინდის კოვიდ-კლინიკაშია.
«Finca Bank-ის ერთ-ერთ თანამშრომელს და მის მეუღლეს, რომელიც მაღაზია «ჯიბეში» მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ცოლი, რომელიც ავად იყო, ერთ კვირაზე მეტი ხანი არ დადიოდა სამსახურში. იმისთვის, რომ მშვიდად ვყოფილიყავით და ეჭვი აღარ გვქონოდა, «Finca» ბანკისა და მაღაზია «ჯიბის» ყველა თანამშრომელი გადავამოწმეთ, არცერთი არ იყო ინფიცირებული. ჩვენ ვაცნობეთ მათ, რომ ოთხ დღეში კიდევ მოვიდნენ, რათა კვლავ გაიკეთონ ტესტირება”, – განაცხადეს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.
«Finca» ბანკის თანამშრომლის ოჯახის დანარჩენ წევრებსაც დაადასტურდათ კორონავირუსი.
აღსანიშნავია, რომ 7 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში- 23.