საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 3 ივლისს, ბათუმში მომხდარი ინციდენტისას, სადაც სოფელ გომანის მკვიდრი, არასრულწლოვანი მარტუნ უსტიანი დანით დაჭრეს, დამნაშავე “ცხელ კვალზე” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით “განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების” ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა არ განმარტეს დაკავებულის ეროვნება, თუმცა Jnews-ის წყაროს ინფორმაციით ბრალდებულია აზერბაიჯანის მოქალაქეა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლში იგულისხმება: “სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც საზიანოა სიცოცხლისთვის ან/და, რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან, რომელიმე ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა… რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან”.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან მის გარეშე.
დაპირისპირებისას დაჭრილი მოზარდი პალატაში გადაიყვანეს
ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე სოფელ გომანის მკვიდრი დაჭრეს