3 ივლისს, ბათუმში ეთნიკური ნიშნის ნიადაგზე ინციდენტი მოხდა – ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანის ერთ-ერთი მცხოვრები დაჭრეს. როგორც JNEWS-ს აცნობეს, შემთხვევა რესტორანში მოხდა. მცირეწლოვანი მოსწავლე, მარტუნიკ უსტიანი მუცლის არეში დაჭრეს. მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
JNEWS-ისთვის მიწოდებულკი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბათუმში აზერბაიჯანელთა ჯგუფი სომეხთა ჯგუფს დაუპირისპირდა და სკანდირებდა: ”ყარაბაღი ჩვენია თუ შენი?”
როგორც Alik-media-ის წარმომადგენლები გვაცნობებენ, ინციდენტში პოლიციის თანამშრომელი ჩაერია, რომელიც დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გომანის მცირეწლოვანი მკვიდრის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.