მოზარდი სოფელ გომანიდან, რომელიც 3 ივლისს ბათუმში ეთნიკური დაპირისპირებისას დაიჭრა რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა 5 ივლისს მას პალატაში გადაიყვანენ. Jnews-ს ინფორმაცია მარტუნ უსტიანის დედამ მიაწოდა.
3 ივლისს ბათუმში კონფლიქტი შედეგად პოლიციელი და სოფელ გომანის მკვიდრი, მე-11 კლასის მოსწავლე მარტუნ უსტიანი დაშავდა. მესამე პირის განმარტების თანახმად, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო დაიწყო. მარტუნ უსტიანმა და მისმა მეგობრებმა ჩხუბი შესახებ გაიგეს და ადგილზე პოლიციასთან ერთად მივიდნენ. ჩხუბისას პოლიციელი მკლავში, ხოლო მარტუნ უსტიანი მუცლის არეში დაჭრეს. Jnews-ი მომხდარის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კონფლიქტის მონაწილეებისა და მოწმეებისგან ცდილობს.
შსს-დან ჯერ კიდევ არ არის პასუხი კითხვაზე, რამდენი ადამიანი დააკავეს კონფლიქტის შედეგად და რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ კონფლიქტის დასრულებისთანავე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებმაც მოზარდები დანით დაჭრეს და ცემეს, 30 წელზე მეტი ასაკისანი იყვნენ.