ახალქალაქში თბილისის ქუჩაზე კანალიზაციის სისტემიდან წყალი მოედინება, რის შედეგადაც დატბორილია მთელი ქუჩა, რომელიც ისედაც გაუვალ მდგომარეობაშია. ბოლოს ქუჩაზე ჩატარდა «ორმოების რემონტი», ახლა კი ქუჩის ნაწილი გაუვალია ასფალტის დაწევისა და უსწორმასწორობის გამო.

საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ვახტანგიშვილმა JNEWS- ს აცნობა, რომ მათ ამ საკითხის შესახებ იციან.

”ჩვენ საქმის კურსში ვართ, ვიცით, რომ ეს არ არის დანაგვიანების პრობლემა, ასფალტი დაჯდა, მილი გახეთქა. როგორც კი აზატუთიანის ქუჩაზე დავამთავრებთ მუშაობას, ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებთ“, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

 

Tbiliskaya 1

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პრობლემები ხშირად გვხვდება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში. გაურკვეველია რა არის მიზეზი, ხან მილებია ძველი, ხან არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოების ბრალია.