ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლები კორონავირუსით დაავადდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, კომპანიაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის
”რადგან ეს ადამიანი გაზგამანაწილებელ კომპანიაში მუშაობდა, ორჯერ გავუკეთეთ ტესტირება, მაგრამ გაზის კომპანიაში კორონავირუსით დაავადებული არცერთი პაციენტი არ გვყავს. როდესაც ინფიცირებულმა თანამშრომელმა თავი შეუძლოდ იგრძნო, სამსახურში არ გამოცხადდა. ამგვარად, არავინ დაავადებულა. ტესტირება ორჯერ გაუკეთდა, თუმცა შემოწმება ოთხ დღეში ერთხელ, რომ ყოფილიყო ვირუსს გამოვავლენდით. კიდევ ერთ თანამშრომელს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ეს უბრალო გაციებული იყო”,- განმარტავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის
Jnews-ი SJGC კომპანიის ინფიცირებულ თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელიც ნინოწმინდის საავადმყოფოში იმყოფება – მას სიცხე არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.