საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720 გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.
გუშინ, 16 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა, 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.