გარიკ გალსტიანი 18 წლის აბიტურიენტი და ახალქალაქის №1 სკოლის (ჰოვანეს თუმანიანის სახელობის) ოქროს მედალოსანია. აქტიურმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგი გამოვიდეს, რათა დაეხმაროს ხალხს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს. დარწმუნებულია, რომ თავის არჩევანსა და წარმატებაში.

გარიკ გალსტიანი ამაყობს, რომ სკოლაში სწავლისთვის  ოქროს მედალი მიიღო. დაბალ კლასებში ის ცუდად სწავლობდა, მაგრამ მერე, როცა მიხვდა, რომ დიდება სურდა, კარგი სამუშაო, ცნობადობა, საკუთარი თავი შეცვალა. უფრო მეტად დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა და მე-10 კლასისთვის საგნებში მისი ყველა შეფასება იყო 10 ქულა.

”არ მინდა ვინმეს დავემსგავსო, მსურს გავხდე ისეთი ადამიანი, რომ სხვებისთვის მისაბაძი ვიყო”, – ამბობს ის.

კლასელებს უკვირდათ მისი აქტიურობა. გარიკმა ვერ შეძლო თანაკლასელების დარწმუნება, მონაწილეობა მიეღოთ პროექტებში, რომელშიც ის აქტიურად იყო ჩართული.

“ვიცოდი, რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლა მჭირდებოდა. მე შევძელი. თუ გინდა რამეს მიაღწიო,  სირთულეები უნდა გადალახო. ადვილი არაფერია. დამეხმარა ის , რომ ახალქალაქიდან გავედი, დავიწყე პროექტებში მონაწილეობა, სხვა ქალაქების ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა. ჩემი თბილისელი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. 15 წლიდან არ მაინტერესებს სხვისი აზრი. თუმცა, თუ მოსაზრება ჩემს სასარგებლოდ არის, ამას გავითვალისწინებ და თუ არა, ყურადღებას არ ვაქცევ”, – ამბობს გარიკი.

გარიკ გალსტიანი კარგად ფლობს ქართულს, იცის ინგლისური, ის მუშაობს ცოდნის გაუმჯობესებაზე. სჯერა, რომ მის ცხოვრებაში ოქროს მედალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გარიკ გალსტიანი, არა მხოლოდ კარგად სწავლობს, არამედ 14 წლის ასაკიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურ საქმიანობაში. 20-ზე მეტ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა ტრენინგები ნატოს, ევროკავშირის, ეკოლოგიის, განათლების განვითარების და სხვა თემებზე. როგორც აქტიური ახალგაზრდა, 27 ივნისს, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ლიტვაში გაემგზავრება. მთელი საქართველოდან 4 ადამიანი მიდის, რომელთაგან ერთი გარიკია. ის ძალიან ამაყობს იმით, რასაც მიაღწია თავისი აქტიური სოციალური ცხოვრებით.

Garik2

გარიკი ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო პლასტიკური ქირურგი. მის არჩევანს დადებითად უყურებენ ბებია, დედა და ბოლო დროს მამაც. ბავშვობიდან ბებიამ ასწავლა ნემსის გაკეთება და არტერიული წნევის გაზომვა. ის საკუთარ თავს მედიცინაში ხედავს და  ამერიკაში სწავლაზე, იქ მუშაობასა და ცხოვრებაზე ოცნებობს. პირველ პლასტიკურ “გამოცდილებას” მოხუცებზე გაივლის.

“მე ყოველთვის მინდოდა, ჩემს გარემოში ლამაზი ხალხი მენახა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით, დავეხმარო მათ შეცვლაში, რომ საზოგადოებაში თავს კარგად გრძნობდნენ. ისინი საზოგადოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, უბრალოდ თავს ზედმეტად გრძნობენ. კომპექსი აქვთ, თვლიან, რომ განსხვავდებიან სხვებისგან”, – ამბობს გარიკი.

გარიკიც საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულად მიიჩნევს.

“როცა ხედავ, რომ საზოგადოებისგან განსხვავებული ხარ – ეს პრობლემაა. მეც ვარ განსხვავებული, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, არანაირი კომპლექსი არ მაქვს, თავისუფალი ვარ, ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რასაც ვფიქრობდი. აბსოლუტურად არ ვითვალისწინებდი სხვის აზრს. ბევრი არ აკეთებს იმას, რაც სურს, რადგან სხვისი აზრი მათთვის მნიშვნელოვანია”, – ამბობს გარიკი.

გარიკის მეგობარიც ოცნებობს გახდეს პლასტიკური ქირურგი.
”მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ჩემი ცხოვრების პარტნიორი გახდება, მაგრამ დღეს ჩვენ ერთმანეთის მიმართ სიმპატია გვაქვს, ის მხარს მიჭერს ყოველთვის”, – თქვა გარიკმა.

გარიკს სწავლის შემდეგ არ სურს ახალქალაქში დაბრუნება. ადრეული ასაკიდან მან ყველაფერი გააკეთა, რომ წასულიყო და სხვა ადგილას დამკვიდრებულიყო, სადაც მეტი შესაძლებლობებია…

Garik1