ახალქალაქში USAID- ის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია CIP-მ ჩაატარა ინფორმაციული ტრენინგი იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქალთა თანაბარი მონაწილეობა კარტოფილის მოყვანაში.

ტრენინგი დღეს, 8 ივნისს, «ევროსთარის» კომპლექსში ჩატარდა. ტრენინგი იყო ინფორმაციული და მიზნად ისახავდა ფერმერ ქალთა მონაწილეობას მეკარტოფილეობის სფეროში. გენდერულმა ექსპერტმა, ირა ჟერარმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად შეიძლება ინფორმაციის მოპოვება, რომელიც ქალებს დაეხმარება მეკარტოფილეობაში რეალიზაციაში, მოუყვა სოფლის კოოპერატივის «კარტოფილის წარმოების ქსელის» მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი წევრი.

კოოპერატივი «კარტოფილის წარმოების ქსელი» საქართველოში USAID- ის მხარდაჭერით მეკარტოფილეობის განვითარების მიზნით შეიქმნა.

«ტრენინგი მიზნად ისახავს ქალების ინფორმირებას იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ თანაბარი მონაწილეობა კოოპერატივებში, რომლებიც იქმნება და ეწოდება «კარტოფილის წარმოების ქსელი», და მიიღონ თანაბარი წილის სარგებელი», – კომენტარი გააკეთა გენდერის ექსპერტმა, ირა ჟერარმა.

შეკრებილებს ასევე აჩვენეს და მოუყვნენ წვეთოვანი სისტემით მორწყვის შესახებ.

ტრენინგი ჩატარდა USAID–ის მეკარტოფილეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

 

trening1