სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მეფუტკრეების “მეფუტკრეობა და მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენების” თემაზე ტრენინგზე იწვევს.
დღეს, 28 მაისს 11:00 საათზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მეორე სართული) ჩარენცის N11 -ში მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებისთვის ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგი ერთდღიანია. მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე:
რამაზ გოგოლაძე – 595 85 83 35
არმან ჰარუთიანიანი – 577 25 74 76
ტრენინგის სამუშაო ენაა სომხური და ქართული. საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ყველა მეფუტკრეს სთხოვს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში, რადგან ეს მათ ხარისხიანი პროდუქტის მიღებაში დაეხმარებათ.