ახალქალაქის ცენტრალური პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
პარკის გარემონტების ელექტრონულ კონკურსში ორგანიზაცია New Project-მა 279 000 ლარით გაიმარჯვა.
სარესტავრაციო გეგმის მიხედვით, ე.წ «ხას ბახჩას» პარკში გარემონტდება ბილიკები, ჩვეულებრივი ასფალტის ნაცვლად დაიგება რიყის ქვები, ასევე, შეკეთდება შადრევანი. პარკში დამონტაჟდება ქუჩის ტრენაჟორები, ახალი განათება და სხვა მრავალი, რათა პარკი უფრო მიმზიდველი გახდეს.
მერმა იურიკ უნანიანმა თქვა, რომ პარკში ახალი რამ გვექნება.
«ამჯერად პარკს საბავშვო მოედანი არ დაემატება, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც ახალი, პარკის ერთ კუთხეში, ისევე, როგორც დიდ ქალაქებში, ტრენაჟორები განთავსდება. შეიცვლება პარკის ცენტრში მდებარე შადრევანიც, უფრო დიდი და ლამაზი გახდება»,- ამბობს ახალქალაქის მერი.
უნანიანის თქმით, ყველაზე რთული არის მიწისქვეშა კომუნიკაციების სწორად გაყვანა, რადგან ელექტროსადენები, წყლის მილები, კანალიზაციის სისტემები მთლიანად დაზიანებულია და გარე რემონტი სირთულეს არ წარმოადგენს.
პარკის სარემონტო სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.