13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები 13 მაისიდან მოიხსნება.
ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ მუშაობდა.