საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 319 266 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 298 807 გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 354 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი.
ამასთან, 6 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა.