ჯავახეთში მოქმედი ArMat-ის ორი მოსწავლე, მარიამ სააკიანი და მიქაელ ანტონიანი DigiCode Contest 2021-ის გამოყენებითი პროგრამირების ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
წელს DigiCode Contest 2021-ზე 748 განაცხადი იქნა წარმოდგენილი, საიდანაც 10 ჯავახეთში მოქმედი ArMat-ის ლაბორატორიებიდან იყო შეტანილი.
ათიდან ორი მონაწილე ფინალში გავიდა- ArMat-ის მოსწავლე დამალიდან, მარიამ სააკიანი და სოფელ ეშტოადან ArMat-ის სტუდენტი მიქაელ ანტონიანი. უკვე 8 მაისს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მე-6 ახალგაზრდული DigiCode კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შევა, ასევე, K-Turtle-ის ოლიმპიადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ArMat–ის ლაბორატორიები “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდის და მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (UITE) ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.