სპორტსმენი სოფელ დილისკადან, რომან გოგორიანი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჭიდაობის საერთაშორისო ჩელენჯიდან  ოქროს მედლით დაბრუნდა. სოფელში ჩემპიონს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 15 წლის მოზარდებს შორის იბრძოდა. შეჯიბრი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ჩატარდა.

”ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი, ახლა ევროპის ჩემპიონატში ვაპირებ მონაწილეობას, გამარჯვებული დავბრუნდები”, – ამბობს რომან გოგორიანი.

რომანი უკვე ემზადება შემდეგი გამარჯვებისთვის. უახლოეს მომავალში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობა.

მისი მწვრთნელი, ნორაირ კრჯაციანი ძალიან ამაყია და აღელვებით საუბრობს თავისი სპორტსმენის მიღწევებზე.

”მან ოთხი შებრძოლება მოიგო და გახდა ჩემპიონი. საინტერესოა, რომ ის აქ გახდა ვიცე-ჩემპიონი, აქ ჩემპიონთან შეხვედრით დაამტკიცა, რომ ის უძლიერესია. მან “ტუშეს” გამარჯვება მოიპოვა და მოწინააღმდეგე დაამარცხა”, – ამბობს ნორაირ კრჯაციანი.

IMG_0847

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დიდი აღფრთოვანებით და ზეიმით დახვდნენ. მისი მეგობრები და ნათესავები, სოფლის მცხოვრებლები სოფელ სურბ სარგისის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და მოუთმენლად ელოდნენ ჩემპიონის ჩამოსვლას. ჟღერდა სიმღერები და მუსიკა, ეკლესიაში დაფნის გვირგვინის კურთხევის ცერემონია გაიმართა.

 

IMG_0850

image-20-04-21-02-02-12

ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას მღვდელმა, ტერ ტიგრან მხითარიანმა სურბ სარგისის ეკლესიაში სპორტსმენების კურთხევის ცერემონია გამართა.

”მივესალმებით ჩვენს სპორტსმენს, რომელიც ჩემპიონი გახდა, ის ძალიან პერსპექტიული სპორტსმენია. ხალხის თხოვნით და ინიციატივით გადაწყდა მისი დახვედრა, მისთვის და მისი მწვრთნელისთვის პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვაა. რა თქმა უნდა, ეკლესიაში კურთხევის ცერემონია მიმდინარეობს”, – ამბობს მღვდელი.

 

IMG_0852