საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 33 337 პირი, დღიურად აცრილია – 1 426.
კარანტინის რეჟიმშია 224, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 424 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 621 პირი.
ამასთან, 21 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.