სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 726 შემთხვევა გამოვლინდა, 824 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 427 ტესტი ჩატარდა.
13 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 204 053 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 183 660 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 775 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 955 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.