მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 126 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 101.7 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 21.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს – ინდოეთი, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.