სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 14 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 186 184 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 398 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 169 485-ია.