საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 758 შემთხვევა, მათ შორის 265 114 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 510-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 27 885 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 18 814, პისიარტესტი – 9 071.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 323 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 472, კლინიკურ სასტუმროში რჩება 171 პირი.
ამასთან, 27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.