თბილისში ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები «თავისულებისათვის მარშს» ატარებენ, რამდენიმე ათასმა ადამიანმა რუსთაველის გამზირიზე მსვლელობა მოაწყო . აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა: პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა შუადღის შემდეგ ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება, ხოლო 13:00 საათზე მსვლელობა დაიწყეს. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი შეძახილებით: «თავისუფლება პოლიტპატიმრებს», «გაუმარჯოს საქართველოს, «ნიკა» ჩაიარეს.
პროტესტის მონაწილეებს ხელში საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ს და უკრაინის დროშები, საჰაერო ბუშტები და ტრანსპარანტები ჰქონდათ.
აქციაში მონაწილეობისთვის მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დღეს დილით, მიკროავტობუსებით ორგანიზებულად ჩამოყვანეს თბილისში. კერძოდ, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, სამეგრელოდან.