ენერგოდისტრიბუციის კომპანია Energo Pro Georgia– ს ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 9 თებერვალს , 12:30 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, ეს სოფლებია: ფოკა, ტამბოვკა, როდინოვკა,ასპარა, ხულგუმო და მიმდებარე სოფლები.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.