6 წლის დავით იგიტიანი თბილისში, 4 წლის დასთან და მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას ცერემბლარული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. საქართველოში კორონავირუსისა და რთული ეპიდეოლოგიური სიტუაციის გამო მისი მშობლები უმუშევრად დარჩნენ.
დედა თბილისის აეროპორტში დამლაგებლად მუშაობდა. ახლა კი, ნებისმიერ ხელმისაწვდომ სამუშაოს ასრულებს, რომელიც ხვდება. ბიჭის მამა მეწაღეა და ამჟამად მისთვისაც ნაკლები სამუშაოა. დავითი ბავშვობიდან ავად არის.
“ჩემი ბიჭი 6 წლის არის, მარტში 7 წლის გახდება. 3 თვის ასაკში მან ბაქტერიალური მენინგიტი, იშემიური ინსულტი გადაიტანა, და ბოლოს, ცერემბლარული დამბლის დიაგნოზი დაუდასტურეს. ინსულტის შემდეგ მარჯვენა მხარეს მოკლე ხელ-ფეხი აქვს. 2019 წელს ოპერაცია გავუკეთეთ – ტერფი გავუსწორეთ. ის საერთოდ ჰაერში ეკიდა, და ფეხი ცოტა დაუგრძელდა. ხელი ნაკლებად ფუნქციონირებს; ისევ სჭირდება ოპერაცია. მისი მდგომარეობის დასაფიქსირებლად კორსეტი გავუკეთეთ, რომელიც 5400 ლარი ღირს. ორთოპედიული გავიკეთეთ, რადგან მუდმივად სავარძელში არ იჯდეს. მას მუდმივად სჭირდება წამლები და პამპერსები. ახლა, სამსახურის გარეშეც დავრჩით და შეგვიძლია წამლების ყიდვა, რეაბილიტაციაზე, რომ არაფერი ვთქვათ…მას წამლები ძალიან სჭირდება,”- ჰყვება რუზანნა, დავიდის დედა.
“https://www.flickr.com/photos/189719704@N06/50897087683/in/dateposted-public/” “https://live.staticflickr.com/65535/50897087683_2f7967bb5f_o.png”
დედის თქმით ბავშვს რეაბილიტაცია სჭირდება.
“მხოლოდ აუზი, ინსტრუქტორთან ერთად ერთი გადაცურვა, ღირს 40 ლარი. სანამ შესაძლებლობა გვქონდა, ვმუშაობდით და ყველაფერს ვაკეთებდით. ტალახის აბაზანებს ვუკეთებდით, რომ ოპერაციის შემდეგ ნაიარევი არ დარჩენოდა – სხეულზე 14 ნაიარევი ჰქონდა. მეორე წელია არ ვმუშაობ, სამწუხაროდ. თუ არის სამუშაო, თუნდაც დამლაგებელი… მე ყველაფერს გავაკეთებ”,- ამბობს რუზანნა.
მსურველებს შეუძლიათ ფინანსურად დახმარება, თიბისი ბანკში ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
ანგარიშის ნომერი: GE37TB392745061100079