სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 138 ადამიანს დაუდასტურდა, 472 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 938 ტესტი ჩატარდა.
26 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 166 232 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 155 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 052 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 758 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.