მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ამის შესახებ ინფორმაცია სათხილამურო კურორტ გუდაურის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, საბაგიროები 17:00 საათამდე იმუშავებენ.
„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა – 40 წუთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. 11 იანვრიდან ჯვრის უღელტეხილზე ზვავის საშიშროებისა და დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დაკეტილია