ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოკამის სკოლიდან სოფელ ქარცეფის დამაკავშირებელი გზა, რომელიც მოიცავს სოფლების: ოკამის, აზმანას, ქარცეფის, აფნიას, გოგაშენის გზების მონაკვეთს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის (ოკამი, აზმანა, ქარცეფი, აფნია, გოგაშენი) დამაკავშირებელი გზა 2021 წელს იქნება რეაბილიტირებული. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით აპრილში დაიწყება.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, ამჟამად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გარემონტდება 2 კმ 920 მ სიგრძის გზა, სოფელ ოკამის სკოლიდან დაახლოებით სოფელ ქარცეფამდე.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის ტენდერი ახალქალაქის მერიამ 12 იანვარს 1 325 845 ლარით გამოაცხადა. განაცხადის მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი, დანარჩენს კი, ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.