სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 361 ადამიანს დაუდასტურდა, 573 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 700 ტესტი ჩატარდა.
8 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 161 415 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 147 961 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 908 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 696 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.