რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება

რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება

რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულებს 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.
მათივე ცნობით, ახალი დაწესებულება 150 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.
„რუსთავში უახლოეს თვეებში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად, უკვე დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დაწესებულებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკადრო რესურსი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საშტატო ნუსხა. შესაბამისად, მომავალი, 2027 წლის დასაწყისში ახალი დაწესებულება უკვე მზად იქნება მსჯავრდებულთა მისაღებად,“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე