რომელ ქვეყნებშია შრომის საუკეთესო პირობები?

რომელ ქვეყნებშია შრომის საუკეთესო პირობები?

ჩეხები და ლიეტუველები ყველაზე მეტად გრძნობენ კომფორტს სამსახურში – შესაბამისი კვლევა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ევროპულმა სააგენტომ (EU-OSHA) ჩაატარა.
კვლევის თანახმად, ჩეხეთსა და ლიეტუვას მოსდევს ირლანდია და შვეიცარია, სადაც მხოლოდ 35% უჩივის ზედმეტ სამუშაო ზეწოლას და დროის ნაკლებობას.
კორპორაციული სამართლიანობის თვალსაზრისით ყველაზე კმაყოფილები ლატვიელები არიან, სადაც თანამშრომლების მხოლოდ 16% გრძნობს თავს დაუფასებლად.
გუნდში მეგობრული ატმოსფეროს მხრივ, ისლანდიას ანალოგი არ ჰყავს. გამოკითხულთა მხოლოდ 16% უჩივის ცუდ კომუნიკაციასა და ტოქსიკურ კოლეგებს, ასევე ბულგარეთს, იტალიასა და რუმინეთს (18%), ხოლო ფინეთსა და შვეიცარიაში ეს მაჩვენებელი 42%-ს აღწევს.
კორპორატიული დახმარების პროგრამების მხრივ, დანია ლიდერობს, სადაც დამსაქმებელთა რეკორდული 78% თანამშრომლებს უფასო ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას სთავაზობს.
კვლევის თანახმად, ანტი-რეიტინგში არიან საბერძნეთი, სადაც დასაქმებულთა 57% თავს დაღლილად გრძნობს და ლუქსემბურგი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, სადაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი ზედმეტად დატვირთულ სამუშაო გარემოს უჩივის.

თეგები: ეკონომიკა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე