ახალქალაქში ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი მიმდინარეობს

ახალქალაქში ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი მიმდინარეობს

ახალქალაქში ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობს 8 გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ, ხოლო ქალაქ ახალქალაქის ნაკრები გუნდი სხვადასხვა ფეხბურთელისგან შედგება.

fut1

5 ოქტომბერს, ახალქალაქში ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რვავე გუნდმა მიიღო. Credo Bank-ის გუნდი ახალქალაქის საკრებულოს გუნდს დაუპირისპირდა; გამარჯვება საკრებულოს გუნდმა მოიპოვა. ახალქალაქის სერვის-ცენტრის „საქართველოს მელიორაციის“ გუნდი Energo Pro Georgia-ს გუნდს ეთამაშა, სადაც გამარჯვებული Energo Pro Georgia გახდა. სპორტული კომპლექსისა და სპორტული სკოლის გაერთიანებული გუნდისა და გაზის კომპანია SJGC-ის გუნდის შეხვედრაში გამარჯვება SJGC-მა მოიპოვა. ხოლო ახალქალაქის ნაკრებმა გუნდმა მერიის გუნდი დაამარცხა.
fut2
ნახევარფინალები და ფინალი დღეს, 6 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ცუდი ამინდის გამო ჩემპიონატი 8 ოქტომბერს, 15:00 საათისთვის გადაიდო. თამაშები ახალქალაქში, №15 ყოფილი სამხედრო ქალაქის სტადიონზე მიმდინარეობს.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე