28 სექტემბრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილის რაიონში, 10 ავტომობილის მონაწილეობით მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
IPN-ის ინფორმაციით, მოძრავი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა, რამაც რამდენიმე ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.