გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი. აფხაზეთში, აჭარაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ადგილ-ადგილ – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3–4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.