საქართველოში მსუბუქი ელექტროტრანსპორტის იმპორტი გაზრდილია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 5 992 ცალი ელექტრო სკუტერი, ელექტრო მოპედი, მოტოციკლი და ველოსიპედი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 1.7 მლნ დოლარი იყო.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი წლის ჭრილში რაოდენობრივად 1 801 ცალით (+43%), ხოლო ღირებულებით 651 ათასი აშშ დოლარით (+63%) არის გაზრდილი.
ძირითადი საიმპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიდანაც მთლიანი რაოდენობის 70% შემოვიდა. 2026 წლის 7 თვეში ტოპ 5 მომწოდებელი ასეთია:
ჩინეთი – 4 211 ცალი (1 მლნ 30 ათასი აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი – 802 ცალი (76 ათასი აშშ დოლარი)
ჰონ-კონგი – 762 ცალი (414 ათასი აშშ დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 145 ცალი (35 ათასი აშშ დოლარი)
ბულგარეთი – 31 ცალი (6 ათასი აშშ დოლარი)