ხვალ, 8 სექტემბერს, 15:00 საათზე, სოფელ დილისკის სტადიონზე საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის მეორე წრის მე-19 ტურის მატჩი გაიმართება: ახალქალაქის სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდი „აბული“ დუშეთის „არაგვი 1954“-ს უმასპინძლებს.
ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საფეხბურთო კლუბი „აბული“ საშინაო მატჩებს ახალქალაქის სოფლების სტადიონებზე ჩაატარებს.
გუნდი რეგიონულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს და პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს.