ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის გზაზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იგი უკვე დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.