TBC ბანკი საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საუკეთესო ბანკად დასახელდა

TBC ბანკი საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საუკეთესო ბანკად დასახელდა

საუკეთესო ბანკი ობლიგაციების ბაზარზე და საუკეთესო სავალუტო ბანკი საქართველოში – თიბისიმ Euromoney-სგან ეროვნული კატეგორიის 2 ჯილდო მიიღო. ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში. ეს აღიარება ასევე უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. ამასთან, თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე