ახალქალაქელი სერგეი ფოირაზიანი ევროპის კრივში ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს

ახალქალაქელი სერგეი ფოირაზიანი ევროპის კრივში ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს

ახალქალაქის სპორტკომპლექსის აღზრდილი და საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, სერგეი ფოირაზიანი, დღეს, 21 ოქტომბერს, 15 წლამდელთა შორის კრივში ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვან ორთაბრძოლას გამართავს. ტურნირზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, მოკრივეს ნახევარფინალში გასასვლელად მოუწევს ბრძოლა.
46 კგ-მდე წონით კატეგორიაში მისი მეტოქე ინგლისელი სამუელ სმიტი იქნება. ორთაბრძოლა დაგეგმილია 12:00 საათზე, პირველი საშეჯიბრო სესიის ფარგლებში B რინგზე. ეს არის ბრძოლა №10.
ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 16-დან 26 ოქტომბრამდე თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში იმართება. საქართველოს, სხვა სპორტსმენებთან ერთად, ახალქალაქიდან ორი წარმომადგენელი ჰყავს -სერგეი ფოირაზიანი (46 კგ-მდე) და პოღოს ჩეჩელიანი (57 კგ-მდე). ფოირაზიანმა უკვე მოიპოვა ორი გამარჯვება და დღეს ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ჩეჩელიანმაც ორი ორთაბრძოლა ჩაატარა: ერთში გაიმარჯვა, ხოლო მეორეში დამარცხდა.
დღევანდელი ბრძოლა სერგეი ფოირაზიანისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ახალქალაქელი გულშემატკივრები თვალს ადევნებენ მის გამოსვლას და მედლებისკენ მიმავალ გზაზე წარმატების გაგრძელების იმედი აქვთ.
მოკრივის ორთაბრძოლა მასალის გამოქვეყნების შემდეგ შედგა და ახალქალაქელი სპორტსმენის მარცხით დასრულდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე