საქართველოს ცხვრის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 78%-ით შემცირდა

საქართველოს ცხვრის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 78%-ით შემცირდა

2026 წლის 9 თვეში ადგილობრივი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი წლიურად 28.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 78%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 26.253 მლნ დოლარის ღირებულების (7 097 ტონა) ცხვარი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 20.445 მლნ დოლარის ღირებულების (6 618 ტონა).
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საანგარიშო პერიოდში ქართული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, ყველაზე დიდი წილი – 32%, საუდის არაბეთზე, ხოლო 31% – აზერბაიჯანზე მოდის.
„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი განხორციელდა:
საუდის არაბეთი – 8.408 მლნ დოლარის (1 782 ტონა);
აზერბაიჯანი – 8.159 მლნ აშშ დოლარის (2 946 ტონა);
ერაყი – 4.321 მლნ აშშ დოლარის (1 104 ტონა);
კატარი – 2.222 მლნ აშშ დოლარის (481.6 ტონა);
ქუვეითი – 2.015 მლნ აშშ დოლარის (538 ტონა);
ლიბია – 1.019 მლნ დოლარის (188.7 ტონა);
უზბეკეთი – 105.2 ათასი დოლარის (56.8 ტონა).
აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასი წლიურად 19.4%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი, გადასახადების გარეშე, 3.7 დოლარი იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 3.1 დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 9 თვეში წლიურად 78%-იანი კლება დაფიქსირდა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 132.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების (47 ტონა) ცოცხალი ცხვრის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 594.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების (286.1 ტონა).
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში ცოცხალი ცხვარი მხოლოდ ორი ქვეყნიდან შემოვიდა. ესენია:
ქუვეითი – 98.8 ათასი აშშ დოლარის (30.5 ტონა);
უზბეკეთი – 33.8 ათასი აშშ დოლარის (16.5 ტონა).
ცოცხალი ცხვრის საშუალო საიმპორტო ფასი წლიურად არ შეცვლილა. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ისევე როგორც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი, გადასახადების გარეშე, 2.8 დოლარი იყო.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე