ძლიერმა სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმამ სოფლები დააზარალა, განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგა კართიკამს

ძლიერმა სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმამ სოფლები დააზარალა, განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგა კართიკამს

დაახლოებით დღის სამ საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოვიდა, რამაც რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მასშტაბური ზარალი და სერიოზული დაზიანებები გამოიწვია.

ღვარცოფული წყალი სოფლის ქუჩებში მოვარდა, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები. ზოგიერთ ადგილას სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა გზები და საზოგადოებრივი თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

https://www.facebook.com/watch/?v=1049208647987810&t=0

სერიოზულად დაზარალდა სოფელი ქართიკამი, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის ზარალი განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა. სავარგულების ნაწილზე მოსავალი, სავარაუდოდ, თითქმის სრულად – 100%-ით განადგურდა, ხოლო სხვა ნაკვეთებზე დანაკარგი დაახლოებით 40%-ით ფასდება. დაზიანებულია როგორც მარცვლეული კულტურები, ისე კარტოფილის ნათესები.

მნიშვნელოვანი ზიანი დაფიქსირდა სოფლებშიც: ბუზავეთში, აბულსა და თახჩაში. შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ კულიკამი, ხულგუმო და ბავრა. კულიკამში, კერძოდ, გზის ცალკეული მონაკვეთებია დაზიანებული.

წინასწარი შეფასებით, სტიქიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მუნიციპალიტეტის როგორც ინფრასტრუქტურას, ისე სოფლის მეურნეობას.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე