გვისტოს ბოლომდე საქართველოში უამინდობა და მეწყრული საფრთხე შენარჩუნდება

გვისტოს ბოლომდე საქართველოში უამინდობა და მეწყრული საფრთხე შენარჩუნდება

29-დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას.

„29-დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში კვლავ მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელვა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უხვმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს დიდ მდინარეებზე წყლის დონის მკვეთრი მომატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მაღალია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვისა და გააქტიურების საფრთხე.

საფრთხის დონე საშუალოა.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე