18 აგვისტოს, 17:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდი „აბული“ კასპის მუნიციპალიტეტის გუნდ „კასპი 1936“-ს დაუპირისპირდება. ეს მეორე წრის პირველი მატჩია.
„აბული“ საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ათეულში იმყოფება.
თამაში ჩემპიონატის მე-16 ტურის ფარგლებში გაიმართება და ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.