საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და შინაური ფრინველის სულადობა შემცირდა

17.08.2026 Newsroom სიახლე 112
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და შინაური ფრინველის სულადობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო სულადობამ 820,8 ათასი შეადგინა, რაც 5,4 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით.

„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5,4 პროცენტით შემცირდა და 820,8 ათასი შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის საერთო რაოდენობამ 380,4 ათასი სული შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6,2 პროცენტით ნაკლებია. ღორის რაოდენობამ 171,9 ათასი სული შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5,5 პროცენტით ნაკლებია“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შემცირდა შინაური ფრინველის რაოდენობაც.

„ფრინველის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით შემცირდა და 10,6 მილიონი ფრთა შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 168,8 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9%-ით ნაკლებია.

„ხორცის წარმოებამ 18,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე 12,1 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 178,2 მილიონი კვერცხი, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1,8 პროცენტით ნაკლებია“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე