ქალაქის მიმდებარე სოფლებში მესაქონლეობა მცირდება

ქალაქის მიმდებარე სოფლებში მესაქონლეობა მცირდება

ახალქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში, სადაც მესაქონლეობა წლების განავლობაში მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო, დღეს პირუტყვის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ ადრე თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ახლა ეს სურათი თანდათან იცვლება.

Jnews-მა კარტიკამის, კულიკამისა და ბავრას მაცხოვრებლებს ესაუბრა იმის გასაგებად, თუ რატომ კარგავს მესაქონლეობა უწინდელ მნიშვნელობას.

სოფელ ბავრაში მთავარი პრობლემა მწყემსის ნაკლებობაა. ჩვენთან ინტერვიუში მისაკ შირინიანმა აღნიშნა, რომ მწყემსის იპოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მამაკაცების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ. შედეგად, ოჯახებში რჩებიან ქალები, რომლებსაც უჭირთ საოჯახო საქმეებისა და მესაქონლეობის ერთდროულად მართვა.

„დღეს სოფელში 180-190 ოჯახი ცხოვრობს და მთელ სოფელში სულ 25 ფური გვიყვანს. თითო სახლში 1-2 ძროხაა. ჩვენც, როგორც ქალაქის მოსახლეობა, რძესა და ყველს ვიყიდით ხოლმე. ჩემმა ცოლმა ძროხის წველა არ იცის, თორემ დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი“, — განაცხადა სოფელ ბავრას მაცხოვრებელმა, მისაკ შირინიანმა.

კარტიკამშიც მიზეზები პრაქტიკულად იგივეა. აქ ბევრი ოჯახი უფრო კეთილდღეობით სავსე ცხოვრებისკენ მიისწრაფვის და სტაბილური ხელფასის მქონე სამუშაოს ირჩევს. მამაკაცები, ძირითადად, საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ, ხოლო ქალები- ქალაქ ახალქალაქში. დროისა და შრომითი რესურსის დეფიციტის გამო, ბევრი უარს ამბობს მესაქონლეობაზე ან სულ 1-2 სულ პირუტყვს ინახავს. ჩვენ სოფლის ცენტრში შეკრებილ ხანდაზმულებს გავესაუბრეთ.

„დღევანდელ ახალგაზრდობას ეს არ უნდა, ძროხებს არ ინახავენ. სოფელში 450 ოჯახი ცხოვრობს და სულ, ალბათ, 100-მდე ძროხა იქნება. ახალგაზრდების უმეტესობა რუსეთში წასვლას ცდილობს“, — თქვა სოფელ კარტიკამის მაცხოვრებელმა, ჰოვიკ დუმანიანმა.

„ჩვენს დროში ყველას კარგად ცხოვრება სურს და ბევრი არ ჭამს ოჯახის რძესა და კარაქს. ამბობენ: „მაღაზიაში ვიყიდით და შევჭამთ. რატომ გავწვალდეთ და ვიყოლიოთ ძროხა?““, — აღნიშნა სოფელ კარტიკამის მაცხოვრებელმა, სურიკ გაბრიელიანმა.

კულიკამშიც მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ. გარდა ამისა, სოფელში შემცირდა ახალგაზრდა ოჯახების რაოდენობა. ხანდაზმულ ადამიანებს ფიზიკურად უჭირთ მესაქონლეობის გაძღოლა, რის შედეგადაც პირუტყვის სულადობა ყოველწლიურად მცირდება.

„მე და ჩემი ქმარი სოფელში ვცხოვრობთ. ჩემი ქმარი ავად არის, არც მე ვგრძნობ თავს კარგად, ამიტომ ძროხებს ვერ ვიყოლიებ. ჩემი ვაჟები რუსეთში ცხოვრობენ. სოფელში ძროხები მხოლოდ ზოგ ახალგაზრდა ოჯახს ჰყავს“, — განაცხადა სოფელ კულიკამის მაცხოვრებელმა ლარისა უზუნიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამ სოფელში მიზეზები განსხვავებულია, შედეგი მაინც ერთი და იგივეა: მესაქონლეობა, რომელიც წლების განავლობაში ჯავახეთის სოფლების ერთ-ერთი ეკონომიკური ბურჯი იყო, პოზიციებს თანდათან თმობს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე