განათლების მინისტრი სამცხე-ჯავახეთის სკოლების რეაბილიტაციას ეცნობა

განათლების მინისტრი სამცხე-ჯავახეთის სკოლების რეაბილიტაციას ეცნობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ბორჯომის №3 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ყულალისისა და ფოკას სკოლებში სასწავლო ფართები რეაბილიტირდება, რაც საგანმანათლებლო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა, სრული რეაბილიტაცია და მიმდინარე რემონტი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე