ჯავახეთის მთებში გაცოცხლებული მივიწყებული „ქნდრბაზი“ (Photo)

ჯავახეთის მთებში გაცოცხლებული მივიწყებული „ქნდრბაზი“ (Photo)

ჯავახეთის მთებში, მაღალზე მდებარე სოფელ თახჩაში, ზურნისა და დოლის ჰანგები კვლავ გაისმის. მაყურებელთა შორის არიან ბავშვები, ხანდაზმულები, ადგილობრივი მცხოვრებლები და სტუმრები, რომლებიც ამ იშვიათი სანახაობის სანახავად მოვიდნენ. მიწის ზემოთ, ორ ხის ბოძს შორის, წვრილი თოოკია გაჭიმული. მასზე ფრთხილად მიაბიჯებს 80 წლის ფახლევანი (ასე უწოდებენ სომხეთში ლაჩინებს/ბაგირზე მოსიარულეებს — რედ.) ვლადიმერ აკოპიანი.
Tndrbaz - 1
Tndrbaz - 1
სომხური თარაზის ელემენტებით შემოსილი, დარწმუნებული მზერითა და მშვიდი მოძრაობებით, იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. მაყურებლისთვის თითოეული მოძრაობა რისკიანი და შეუძლებელი ჩანს, თუმცა ოსტატისთვის ეს ის გზაა, რომელსაც უკვე 7 ათწლეულზე მეტია გადის. ვლადიმერ აკოპიანი ბაგირზე სიარულის ძველი სომხური ხელოვნების – „ლარახახაცების“ ან, როგორც ახალქალაქში ამბობენ, „ქნდრბაზ ხახწოხის“ იმ მცირერიცხოვან წარმომადგენელთაგანნია, რომელთა წყალობითაც ეს ტრადიცია ცოცხლობს.
ჯავახეთისთვის ბაგირზე სიარული მხოლოდ ხალხური გასართობი არ არის. წარსულში იგი მოსახლეობის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ლარახახაცის გამოსვლის გარეშე არც ერთი დიდი დღესასწაული, ქორწილი თუ ხალხური სეირნობა არ ჩაივლიდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია მივიწყებას მიეცა, ასეთ ღონისძიებებზე კი ბაგირზე მოსიარულეებს უკვე აღარ იწვევენ.
რეგიონის მთიან სოფლებში მსგავსი სანახაობები ყველა თაობის მცხოვრებლებს ერთად კრებდა. ტრადიციული საკრავების ჰანგების ფონზე, ბაგირზე მოსიარულე მიწის ზემოთ ადიოდა და სიმარჯვესა და სიმამაცეს ავლენდა. მის გვერდით კი დამხმარე ოხუნჯი (მასხარა) გამოდიოდა, რომელიც თავისი ხუმრობებითა და იმპროვიზაციებით სახიფათო ნომერს ნამდვილ ხალხურ წარმოდგენად აქცევდა. ახლა ოხუნჯის როლსაც თავად ბაგირზე მოსიარულე ასრულებს.
Tndrbaz - 1
ხალხისთვის ეს მხოლოდ სანახაობა არ ყოფილა – ეს იყო თემის შეკრება, ტრადიციის შენარჩუნება და წინაპრებთან კავშირის განცდის შესაძლებლობა.
Tndrbaz - 1
ვლადიმერ აკოპიანი სოფელ თახჩის დღეს — 25 ივლისს მიიწვიეს გამოსასვლელად. ოსტატმა დამსწრეებს არამხოლოდ თავისი ცხოვრების მოგონებები გაუზიარა, არამედ თავის დიდ ოჯახზეც უამბო. ვლადიმერ აკოპიანი შვიდი შვილის ბედნიერი მამა და თოთხმეტი შვილიშვილის პაპაა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, ძალიან აღელვებული ვარ. ახლახან გავიაგრე, რამდენი წლის ვარ. მამაჩემი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიუნიქის მთებში, სისიანში — იქ, სადაც ცნობილი სომეხი მწერალი ჰამო საჰიანი გაიზარდა. ჩემი ცხოვრება სევდიანიც იყო და მხიარულიც“, — მიმართა შეკრებილებს ვლადიმერ აკოპიანმა.
მისი ისტორია პატივისცემას იწვევს არამხოლოდ შემოქმედებითი გზითა და ბაგირზე სიარულის უძველესი ხელოვნებისადმი ერთგულებით, არამედ იმ ადამიანის სიცოცხლისუნარიანობითაც, რომელიც თითქმის 80 წლის ასაკშიც აგრძელებს საუკუნეთა სიღრმეში ფესვგადგმული ტრადიციის შენარჩუნებასა და წარდგენას.
ახალგაზრდობიდანვე ვლადიმერ აკოპიანმა თავი ბაგირზე სიარულის ხელოვნებას მიუძღვნა. მის ანგარიშზეა ათეულობით გამოსვლა სომხეთის სხვადასხვა კუთხესა თუ მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობა დღესასწაულებსა და კულტურულ ღონისძიებებში.
ბაგირზე სიარული მხოლოდ ფიზიკურ ძალასა და სიმარჯვეს არ მოითხოვს. ოსტატის მთავარი თვისებები მოთმინება, კონცენტრაცია და შინაგანი წონასწორობაა. სიმაღლეზე ადამიანი საკუთარ თავთან პირისპირ რჩება და თითოეულ შეცდომას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ვლადიმერ აკოპიანისთვის თოკი არასდროს ყოფილა მხოლოდ გამოცდა — ეს მისი ცხოვრების, კულტურისა და მემკვიდრეობის ნაწილია. ბაგირზე სიარულის ხელოვნების გარდა, ვლადიმერ აკოპიანი ლიტერატურასაც მისდევს. იგი არის წიგნების ავტორი, რომლებშიც ადამიანის ბედზე, დროზე, მეხსიერებასა და ცხოვრებაზე მსჯელობს.
Tndrbaz - 1
Tndrbaz - 1
Chambar - 1
სომეხი ლარიფალავნების (მელარივეების) ტრადიციას ღრმა ისტორია აქვს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში არსებობდა და შესაძლოა, ძველ რიტუალებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ქრისტიანობის მიღების შემდეგ ეს ხელოვნება არ გაქრობილა, არამედ ხალხური კულტურის ნაწილად იქცა. სომხურ ტრადიციაში ლარიფალავნების მფარველად წმინდა კარაპეტი (იოანე ნათლისმცემელი) ითვლებოდა, რომელსაც ოსტატები გამოსვლამდე ლოცულობდნენ. თოკი (ლარი) აღიქმებოდა, როგორც მიწასა და ცას შორის არსებული გზის სიმბოლო, ხოლო ლარიფალავანი — როგორც ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სიმაღლეს, არამედ საკუთარ შიშებსაც იმორჩილებდა. ოსტატობა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. როგორც წესი, ლარიფალავნები იმ ოჯახის წარმომადგენლები ხდებოდნენ, სადაც ხელობის საიდუმლოებებს მამა შვილს უზიარებდა. სწავლება ბავშვობიდან იწყებოდა და მრავალწლიან მომზადებას მოითხოვდა.
Tndrbaz - 1
Chambar - 1
Tndrbaz - 1
თუმცა, დღეს სომხეთში და მისი საზღვრებს გარეთ არსებულ სომხურ თემებში ძალიან ცოტა ოსტატიღა დარჩა, ვინც ამ ხელოვნებას აგრძელებს. ჯავახეთში ის უკვე გაქრა. ახალგაზრდა თაობა იშვიათად ირჩევს ლარიფალავნის პროფესიას, რომელიც უდიდეს თავდადებას, სიმამაცესა და მუდმივ ვარჯიშს მოითხოვს. მაგრამ სანამ ისეთი ადამიანები, როგორიც ვლადიმერ აკოპიანია, თოკზე გამოდიან, ეს ტრადიცია ცოცხალი რჩება. ჯავახეთისთვის ასეთი კულტურული მოვლენების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ, მთებსა და მრავალეროვან კულტურულ სივრცეში, ხალხური ტრადიციები რეგიონისა და მისი მცხოვრებლების ისტორიული მეხსიერების ნაწილია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე