თავშანქას მწვერვალიდან მოვლენილი ახალქალაქისა და მისი ერის კურთხევა

თავშანქას მწვერვალიდან მოვლენილი ახალქალაქისა და მისი ერის კურთხევა

ახალქალაქის სურბ ხაჩის სომხური ეკლესიის სასულიერო პირებმა დღეს, 30 ივლისს, ამირანის გორის მწვერვალზე (რომელსაც ადგილობრივები თავშანქას უწოდებენ) ტრადიციული კურთხევის ცერემონია -ანდასტანი აღასრულეს.
ამ საეკლესიო რიტუალის დროს სასულიერო პირები აღავლენენ ლოცვებს მიწის, მოსავლის, მშვიდობისა და ხალხის კეთილდღეობის დასალოცად. მაღლობზე აღვლენილმა ღვთისმსახურებამ უამრავი მორწმუნე შეკრიბა, რომლებიც მწვერვალზე ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად ავიდნენ. რიტუალის დასრულების შემდეგ მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს.
Andastan

Andastan 3
ანდასტანის ჩასატარებელი ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ: თავშანქას მწვერვალიდან ახალქალაქი ხელისგულივით ჩანს — ქალაქი მთლიანად ხელისგულზეა გადაშლილი და ეს ბორცვი თითქოს მის მცხოვრებთა სულიერ სიმბოლოსა და მფარველს წარმოადგენს.
თავშანქას წვერზე ახალქალაქის ერთ-ერთი ყველაზეცნობილი და პატივსაცემი სიწმინდე მდებარეობს — კომპლექსი, რომელსაც ადგილობრივები „შვიდ სიწმინდეს“ (შვიდ ჯვარს) უწოდებენ. ეს ადგილი წლების განმავლობაში ქალაქისა და მისი მიდამოების მოსახლეობისთვის ლოცვისა და პილიგრიმობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.
Andastan 2
Andastan 4
ახალქალაქელებს განსაკუთრებული ტრადიციული დღე აქვთ — „წრატონი“, რომელიც ყოველწლიურად 6 მაისს აღინიშნება. ამ დღეს ასობით მორწმუნე ავად მთაზე იესო ქრისტესა და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებისთვის, სანთლების დასანთებად და სავედრებლად. თუმცა, მთელი ზაფხულის განმავლობაშიც, ადგილობრივები ხშირად ადიან ამ სიწმინდესთან, რათა ილოცონ და სანუკვარი სურვილების ასრულება ითხოვონ.
ამ დღეს თავშანქაზე ყველა ასაკის ადამიანი ასდის — ბავშვებიდან დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული. მორწმუნეები სანთლებს ანთებენ შვიდ სიწმინდესთან, ხოლო მწვერვალზე აღმართული ჯვარი, რომელიც ქალაქიდან ხელისგულივით ჩანს, ახალქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე