საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში EU-ის 27 ქვეყანასთან ექსპორტ-იმპორტმა 2 მილიარდ 595 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა 1.2%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბლოკის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რომელთანაც ვაჭრობა წლის პირველ ნახევარში 8.6%-ით შემცირდა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

გერმანია – $587.7 მლნ;
იტალია – $259.1 მლნ;
ბულგარეთი – $237.8 მლნ;
პოლონეთი – $177.3 მლნ;
ნიდერლანდები – $176.3 მლნ;
საფრანგეთი – $169.3 მლნ;
ესპანეთი – $153.6 მლნ;
რუმინეთი – $142.9 მლნ;
ჩეხეთი – $129.3 მლნ;
ბელგია – $88.9 მლნ;
ლიეტუვა – $74.6 მლნ;
საბერძნეთი – $72.2 მლნ;
უნგრეთი – $56.9 მლნ;
ავსტრია – $36.6 მლნ;
ლატვია – $33.4 მლნ;
მალტა – $29.2 მლნ;
კვიპროსი – $27.5 მლნ;
შვედეთი – $26.3 მლნ;
სლოვენია – $23.8 მლნ;
დანია – $21.7 მლნ;
ირლანდია – $16.1 მლნ;
ფინეთი – $12.9 მლნ;
სლოვაკეთი – $12.7 მლნ;
პორტუგალია – $11.5 მლნ;
ესტონეთი – $8.9 მლნ;
ხორვატია – $5.5 მლნ;
ლუქსემბურგი – $2.8 მლნ;
ევროგაერთიანებასთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება და 2 მილიარდ 208 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს რიცხვი იანვარ-ივნისში მცირედით 0.7%-ით გაიზარდა.

ევროკავშირიდან უმთავრესი იმპორტირებულ საქონელს მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს 6 თვეში EU-დან ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად 35.4%-ით შემცირდა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

მსუბუქი ავტომობილები – $271.6 მლნ;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $260.3 მლნ;
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $194 მლნ;
სატელეფონო აპარატები – $42.1 მლნ;
სატვირთო ავტომობილები – $39.9 მლნ;
კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები – $35.3 მლნ;
გამომთვლელი მანქანები – $28.3 მლნ;
კვების პროდუქტები – $28.1 მლნ;
სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები – $27.1 მლნ;
სიგარები და სიგარილები – $23.6 მლნ;
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 3.8%-ით გაიზარდა და 387 მილიონ 240 ათასი დოლარი შეადგინა.

ევროგაერთიანების ქვეყნებში საქართველოდან წელს ექსპორტირებული უმსხვილესი საქონელი ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის გადაზიდვები თითქმის გაორმაგებულია. ამასთან, 6 თვეში გაიზარდა თხილის და კაკლის, სპილენძის მადნების და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები – $67.5 მლნ;
თხილი და სხვა კაკალი – $48.7 მლნ;
ფეროშენადნობები – $44.6 მლნ;
სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $43.5 მლნ;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $25.5 მლნ;
ღვინო – $19.1 მლნ;
ხის დაფანერებული პანელები – $11.1 მლნ;
ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები – $9.4 მლნ;
მინერალური და მტკნარი წყლები – $9.2 მლნ;
მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – $7.7 მლნ;